NBA | ნიკოლა იოკიჩის რეკორდი და „დენვერის“ პირველი ფინალი [ვიდეო] #1TVSPORT
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გაირკვა პირველი ფინალისტის ვინაობა: „დენვერ ნაგეტსმა“ სერიაში 4:0 დაამარცხა „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ და ისტორიაში პირველად გავიდა NBA-ის ფინალში. გადამწყვეტი, მეოთხე შეხვედრა დენვერელებმა 113:111 მოიგეს.
ამ წარმატებაში ლომის წვლილი სერბ ნიკოლა იოკიჩს მიუძღვის, რომელმაც მორიგი სამმაგი დუბლი მოაგროვა – 30 ქულა, 14 მოხსნა, 13 პასი. ეს მისი მერვე საპლეიოფო „ტრიპლ დაბლი“ და NBA-ის რეკორდია. აქამდე ყველაზე მეტი, 7 სამმაგი უოლტ ჩემბერლენს ჰქონდა (1967 წელს).
რეკორდი დაამყარა ლებრონ ჯეიმსმაც: ის ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელი გახდა, რომელმაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფში 40 ქულა ჩააგდო. ლებრონი 38 წლისაა.
ასე და ამგვარად, „დენვერი“ ფინალშია და „მაიამი“-„ბოსტონს“ შორის გამარჯვებულს ელის.