„ნბა 2კ“ (NBA 2K) სეზონს ხუთი მაისიდან განაახლებს
„ნბა 2კ“ (NBA 2K) სეზონს ხუთი მაისიდან განაახლებს

კომპიუტერული თამაშის „ნბა 2კ“-ს (NBA 2K) სეზონი სულ მალე განახლდება. ორგანიზატორებს ნება დართეს, რომ ტურნირი უსაფრთხო გარემოში ჩაეტარებინათ. აქედან გამომდინარე, მოთამაშეები საკუთარი სახლებიდან იასპარეზებენ.

ორშაბათს ლიგამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნულია, რომ სეზონი ხუთ მაისს განახლდება და ექვსი კვირის მანძილზე გაგრძელდება. ოცდასამივე გუნდი სახლიდან ითამაშებს. შეხვედრების ტრანსლაციის ხილვა გულშემატკივარს „იუთუბზე“ და „ტვიჩზე“ შეეძლებათ.

„ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ, რომ 2020 წლის სეზონს სულ მალე განვაახლებთ. იმედი გვაქვს, რომ ამით ძველ გულშემატკივრებს გავახარებთ და ახალს შევიძენთ. ჩვენი მოთამაშეები, თავიანთ გუნდებთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებიან და სეზონისთვის ემზადებიან.“ – განაცხადა „2K“-ს გენერალურმა დირექტორმა ბრენდან დონოჰუემ.

სეზონის განრიგი ასე გამოიყურება:

5-8 მაისი – რეგულარული სეზონის პირველი კვირა

12-15 მაისი – რეგულარული სეზონის მეორე კვირა

19-22 მაისი – რეგულარული სეზონის მესამე კვირა

26-29 მაისი – რეგულარული სეზონის მეოთხე კვირა

2-5 ივნისი – რეგულარული სეზონის მეხუთე კვირა

9-12 ივნისი – რეგულარული სეზონის მეექვსე კვირა

თითოეული გუნდი ექვსი კვირის მანძილზე სულ რვა შეხვედრას ჩაატარებს.