ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესს ფორმალურს უწოდებს
ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესს ფორმალურს უწოდებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესს ფორმალურს უწოდებს და ამბობს, რომ არ ახსენდება მაგალითი, როდესაც საბჭომ სამწლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფ მოსამართლეს უვადოდ გამწესებაზე უარი უთხრა.

საბჭო სხდომის დასრულების შემდგ ჩაატარებს გასაუბრებას იმ მოსამართლეებთან, რომლებიც 2015 წლის პირველ აგვისტოს გამწესდნენ 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

„საბჭო სხდომის დასრულების შემდგ ჩაატარებს გასაუბრებას იმ მოსამართლეებთან, რომლებიც 2015 წლის პირველ აგვისტოს გამწესდნენ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით. აღნიშნული მოსამართლეები ინიშნებიან სწორედ ექვსი შეფასების საფუძველზე, რომელიც გააკეთა საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრმა სხვადასხვა დროს, ანუ ყოველწლიურად. რა თქმა უნდა, ეს არის საფუძველი იმისა, დაინიშნება თუ არა მოსამართლე, თუმცა აქამდე არსებული სტატისტიკის თანახმად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ასეთი მოსამართლისთვის, რომელიც იყო სამწლიან გამოსაცდელ ვადაში და ამავდროულად გამოუცდელი, ანუ მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება მას არ ჰქონია, ყოველთვის ინიშნებიან თანამდებობაზე და უარის თქმის მაგალითები ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომის დასრულების შემდეგ უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს გაესაუბრება.

გასაუბრებას ის მოსამართლეები გაივლიან, ვინც თანამდებობაზე 2015 წლის პირველ აგვისტოს სამი წლის ვადით დაინიშნა და ეს ვადა უახლოეს მომავალში ეწურება. ასეთი სულ 7 მოსამართლეა.

საბჭო გადაწყვეტილებას ორი კრიტერიუმით – კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმით მიიღებს.