ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ნავთობის ფასი შემცირდა
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2018 წლის 2 აპრილის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა.
კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 70,14 ( – 0,13) დოლარი ბარელზე.
ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 63,01 (- 1,93) დოლარი ბარელზე.