ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ნავთობის ფასი შემცირდა
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2018 წლის 16 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა.
კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზეBrent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 69,15 (- 0,72) დოლარი ბარელზე.
ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 63,73 (- 0,57) დოლარი ბარელზე.