ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ნავთობის ფასი შემცირდა
2017 წლის 14 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 62,21 (- 0,95) დოლარი ბარელზე.
ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 55,70 (- 1,06) დოლარი ბარელზე.