ნავთობკომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ თანამშრომლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ
ნავთობკომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ [Frontera eastern Georgia] თანამშრომლები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრასა და მათი საკითხის გადაწყვეტაში დახმარებას ითხოვენ. კომპანიის თანამშრომლების განცხადებით, ისინი პროტესტის შეწყვეტას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.
ნავთობკომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ [Frontera eastern Georgia] თანამშრომლები 10-თვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას მოითხოვენ. მათ აღნიშნული მოთხოვნით აქცია გამართეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთანაც.