ნავთობკომპანია ExxonMobil აშშ-ის ეკონომიკაში 50 მლრდ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს
ნავთობკომპანია ExxonMobil 2023 წლამდე, აშშ-ის ეკონომიკაში 50 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მხარე ავრცელებს.
„იმის ფონზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ყურადღებას აქცევს ენერგეტიკულ დომინირებას, გადასახადების შემცირებასა და რეფორმებს, ExxonMobil განახორციელებს 50 მლრდ დოლარის ინვესტიციას აშშ-ში უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში. ეს კარგია სამუშაო ადგილებისა და ამერიკელი მუშახელისთვის”, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა.
ExxonMobil მიჩნეულია მსოფლიოს პირველ კომპანიად კაპიტალიზაციის ოდენობის მიხედვით და უმსხვილეს ნავთობკომპანიად პლანეტაზე.
მისი ყოველწლიური შემოსავალი დაახლოებით 500 მლრდ დოლარს შეადგენს, ხოლო სუფთა მოგება – 50 მლრდ დოლარს.