მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე, 2018 წლის 8 მარტის ვაჭრობის შედეგებით, ნავთობის ფასი შემცირდა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 63,61 ( – 0,73) აშშ დოლარი შეადგინა. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი კი, ბარელზე 60,12 (- 1,03) აშშ დოლარი დაფიქსირდა.