ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2018 წლის 18 აპრილის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.
კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 73,48 ( + 1,90) დოლარი ბარელზე.
ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 68,47 (+ 1,95) დოლარი ბარელზე.