ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2018 წლის 4 იანვრის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.
კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 68,07 (+ 0,23) დოლარი ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 62,01 (+ 0,38) დოლარი ბარელზე.