ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2018 წლის 17 აპრილის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.
კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 71,58 ( + 0,16) დოლარი ბარელზე.
ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 66,52 (+ 0,30) დოლარი ბარელზე.