ნატო-ს მინისტერიალზე მაკედონიის, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრებენ
ნატო-ს მინისტერიალზე მაკედონიის, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრებენ

ნატო-ს მინისტერიალზე მაკედონიის, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ვისაუბრებთ. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბარი იქნება ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე და მინისტრები უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზეც იმსჯელებენ.

„ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება, რომ საკუთარი გზა დამოუკიდებლად განსაზღვროს. ეს ეხება უსაფრთხოების საკითხებსაც”,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

ბრიუსელში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნატო-ს მინისტერიალის მოსამზადებელი ეტაპია. შეხვედრაზე საუბარი შეეხება რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს, ახლო აღმოსავლეთისა და ავღანეთის პრობლემებს.

მინისტერიალი დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებთან შეხვედრით დასრულდება.