ნატო-ში ბელგიის მუდმივი წარმომადგენლი - ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რათა განიხილონ ნატო-ს მხარდაჭერა მათ მიმართ
ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალს ნატო-ში ბელგიის მუდმივი წარმომადგენელი პასკალ ჰეიმანი „ტვიტერზე“ ეხმაურება.
„დღეს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რათა განიხილონ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და ნატო-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ორივე პარტნიორის მიმართ“, – წერს პასკალ ჰეიმანი.