იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ბელარუსის დიპლომატიური მისიის წევრებს ნატო-ს შტაბბინაში შესვლა შეეზღუდებათ
იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ბელარუსის დიპლომატიური მისიის წევრებს ნატო-ს შტაბბინაში შესვლა შეეზღუდებათ

„რაინეარის“ თვითმფრინავთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის გამო, ბელარუსის დიპლომატიური მისიის წევრებს ნატო-ს შტაბბინაში შესვლა შეეზღუდებათ.

აღნიშნულის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ბელარუსი პერსონალისთვის ნატო-ს შტაბბინაში შესვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება მივიღეთ“, – აღნიშნა ბლოკის გენერალურმა მდივანმა.