ნატო-ში აზერბაიჯანის ელჩს, ჯაფარ ჰუსეინზადესა და მის მეუღლეს ბრიუსელში თავს დაესხნენ და გაძარცვეს
ნატო-ში აზერბაიჯანის ელჩს, ჯაფარ ჰუსეინზადესა და მის მეუღლეს ბრიუსელში თავს დაესხნენ და გაძარცვეს.
გავრცელებული ცნობით, ორი თავდამსხმელი ელჩსა და მის მეუღლეს დაქირავებული სკუტერით მიუახლოვდა, ერთ-ერთმა მათგანმა პისტოლეტი ორივეს თავში ჩაარტყა და „როლექსის“ ორი საათი და ჩანთა წაართვა.
ბელგიური მედიის ცნობით, საათების ღირებულება 90 000 ევროა. ადგილობრივი მედია წერს, რომ პისტოლეტის ჩარტყმის შემდეგ ჰუსეინზადეს მეუღლეს თავიდან სისხლი წასკდა. Ცოლ-ქმარი გამოსაკვლევად საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბრიუსელის პროკურატურამ დაადასტურა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავა.