ნატო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი აცხადებს, რომ აშშ მოხარული იქნება, საქართველო იხილოს ნატო-ს წევრად
აშშ მოხარული იქნება საქართველო ნატო-ს წევრად იხილოს. ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა.
„ჩვენ მოხარული ვიქნებით, საქართველო ნატო-ს წევრად ვიხილოთ, თუ საქართველო თავად გადაწყვეტს ამის გაკეთებას და ყველა პირობას შეასრულებს“, – აღნიშნა კეი ბეილი ჰათჩისონმა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამიტამდე გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოზე ისაუბრა ნატო-ს გენერალურმა მდივანმაც. იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატო აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, ძალაში რჩება 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ზუსტი თარიღის დასახელება არ შეუძლია.