ნატო-ში აშშ-ის ელჩი - საქართველოს უნდა ჰყავდეს დამოუკიდებელი მოსამართლეები, ეს არის დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების საფუძველი
ნატო-ში აშშ-ის ელჩი - საქართველოს უნდა ჰყავდეს დამოუკიდებელი მოსამართლეები, ეს არის დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების საფუძველი

საქართველოს უნდა ჰყავდეს დამოუკიდებელი მოსამართლეები, ეს არის დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების საფუძველი, – ამის შესახებ ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა, ქეი ბი ჰაჩინსონმა ბათუმში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში რეფორმები უნდა გაგრძელდეს.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რეფორმების მიმდინარეობას. აუცილებელია, რეფორმები გაგრძელდეს. ორი მიმართულება, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით, არის საარჩევნო რეფორმა თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის, რაც დემოკრატიის განმტკიცებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, თქვენ უნდა გქონდეთ კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, რასაც ჩვენ ამერიკაში დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას ვეძახით, არის ის, რომ მთავრობამ შეიძლება საქმე წააგოს სასამართლოში. თქვენ უნდა გყავდეთ დამოუკიდებელი მოსამართლეები, ეს არის დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების საფუძველი. რეკომენდაციები დაკავშირებულია ამ თემებთან. ყველა ქვეყნის სტანდარტია, რომ თუ გინდა გახდე ნატო-ს წევრი, შენ უნდა გქონდეს ნამდვილი დემოკრატია, რომელიც უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, თავისუფალ მედიას. ეს არის აუცილებელი ნატო-ს წევრობისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც სურს ნატო-ს წევრობა. ჩვენი კარი ღიაა. ველოდებით ჩრდილოეთ მაკედონიას. შემდეგ გვსურს, რომ საქართველოც შემოვიდეს ნატო-ში. ერთ დღეს, როდესაც რეფორმები შესრულდება, საქართველო იქნება მზად, ჩვენ მას მივესამბებით ალიანსში“, – განაცხადა ქეი ბი ჰაჩინსონმა.