თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკის გასაძლიერებლად, ნატო მზადყოფნის ინიციატივას – „ოთხი ოცდაათი“ დაამტკიცებს. ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, 11-12 ივლისის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების განხორციელება 2020 წლიდან უნდა დაიწყოს.
„30 მექანიზებული ბატალიონი, 30 საჰაერო ესკადრილია, 30 საბრძოლო ხომალდი მზად უნდა იყოს გამოყენებისთვის 30 დღეში ან ნაკლებ დროში“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსის ლიდერები შეთანხმდებიან ახალ სამეთაურო სტრუქტურაზე, რაც გულისხმობს ახალი სარდლობის შექმნას ნორფოლკში და სამხედრო მობილურობის სარდლობის ჩამოყალიბებას გერმანიის ქალაქ ულმში.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის განცხადებით, 2018 წელს თავდაცვის ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე გაზრდას კიდევ 8 წევრი სახელმწიფოსგან ელოდება.