ნატო-სა და ევროკავშირის ცენტრში საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
„…და უძრავ იყო თებერვლს ღამე…“ – ამ სახელწოდებით ნატო-სა და ევროკავშირის ცენტრში საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ქართველი მხატვრის ნამუშევარი.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ და გამოფენის ორგანიზატორმა მხატვარმა მამუკა ცუცქირიძემ მიმართეს.
გამოფენა 4 მარტამდე გაგრძელდება.