ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივანს ირანში ვიზიტის გამო, აშშ-ში შესვლის უფლება არ მისცეს
ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივანს ირანში ვიზიტის გამო, აშშ-ში შესვლის უფლება არ მისცეს

ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივანს და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილ უმაღლეს წარმომადგენელს, ხავიერ სოლანას აშშ-ში შესვლის უფლება არ მისცეს. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ესპანელი პოლიტიკოსი ბრუკინგსის ინსტიტუტში სიტყვით უნდა გამოსულიყო.

აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილება უკავშირდება ხავიერ სოლანას წინა ვიზტს ირანში, რომელიც აშშ-ს „შავ სიაში“ ჰყავს შეყვანილი.

ესპანეთის მოქალაქეებს აშშ-ში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ვიზა არ სჭირდებათ, თუმცა ეს არ არის გარანტია, რომ მათ საზღვარზე ქვეყანაში შესვლაზე უარს არ ეტყვიან. ამიტომ გამგზავრებამდე ისინი ელექტრონულ ავტორიზაციას (ESTA) გადიან, სწორედ ასეთი ავტორიზაცია ვერ გაიარა ხავიერ სოლანამ.

როგორც El Pais-ი აშშ-ის საელჩოში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, ატორიზაციაზე უარი ავტომატურად მოდის, თუმცა პასპორტში აღნიშნულია, რომ მოქალაქე ირანს, ერაყს, სირიას, სუდანს, ლიბიას, სომალის ან იემენს სტუმრობდა. ამის გამო პირს, რომელსაც ავტორიზაციაზე უარი ეთქვა, ვიზის აღება მოუწევს.

ესპანურ გამოცემასთან საუბრისას, სოლანამ დაადასტურა, რომ ამჟამად აშშ-ის ვიზის მიღების პროცესშია.