ნატო-ს წევრი საგარეო საქმეთა მინისტრები 27 აპრილს ბრიუსელში შეხვედრას გამართავენ
ნატო-ს წევრი საგარეო საქმეთა მინისტრები 27 აპრილს ბრიუსელში შეხვედრას გამართავენ

ნატო-ს წევრი საგარეო საქმეთა მინისტრები 27 აპრილს ბრიუსელში შეხვედრას გამართავენ. მინისტერიალის მთავარი თემა ორგანიზაციის ღია კარის პოლიტიკა იქნება.

საგარეო უწყების ხელმძღვანელები იმსჯელებენ ასპირანტი სახელმწიფოების მიერ მიღწეულ პროგრესზე.

თითოეულ ასპირანტ ქვეყანაზე ანგარიშს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ამზადებს. ამ თემაზე იენს სტოლტენბერგის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში პირველ არხს ექსკლუზიურად ესაუბრა.

ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ასპირანტების მიერ მიღწეულ პროგრესსა და გატარებულ რეფორმებზე მომზადებულ ანგარიშს დიპლომატები განიხილავენ და ღია კარის პოლიტიკის მიმართ ერთგულებას კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ.

ივლისის სამიტამდე აპრილის მინისტერიალი დიპლომატების ბოლო შეხვედრა იქნება. ნატო-ს სამიტი ბრიუსელში ივლისში გაიმართება.

ქართული მხარე სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ადეკვატურ ასახვას ელოდება.