ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია - უკრაინა ალიანსის წევრობის შეუქცევად გზაზე დგას, მისი მომავალი ნატო-შია
უკრაინა ნატო-ს წევრობის შეუქცევად გზაზე დგას, – ამის შესახებ აღნიშნულია ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში.
„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის უფლებას, აირჩიოს უსაფრთხოების ზომები და გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი გარე ჩარევისგან თავისუფლად. უკრაინის მომავალი ნატო-შია“, – ნათქვამია დოკუმენტში.
დეკლარაციაშია აღნიშნულია, რომ უკრაინამ განვლილი წლის განმავლობაში რეფორმების გატარების გზაზე პროგრესს მიაღწია.
ამასთან, ნატო-ს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას უსაფრთხოების გრძელვადიანი დახმარება გაუწიონ და 2025 წლის განმავლობაში, სულ მცირე, 40 მილიარდი ევრო გამოუყონ.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას გაძლიერებაში, რომელსაც შეუძლია, დაამარცხოს რუსული აგრესია დღეს და შეაჩეროს ის მომავალში. ამ მიზნით, ჩვენ ვაპირებთ, გამოვყოთ მინიმალური ძირითადი დაფინანსება 40 მილიარდი ევროს ოდენობით მომდევნო წლის განმავლობაში“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.
დოკუმენტის მიხედვით, ალიანსი ასევე შექმნის მექანიზმს, რომლის მიზანია უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღებისა და წვრთნის კოორდინაცია.