ნატო-ს უმაღლესი სარდალი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა, თუმცა მას კვლავ აქვს საშიში საბრძოლო ძალები, რომლებსაც ომისგან ზიანი თითქმის არ მიუღიათ
რუსეთმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა უკრაინაში, თუმცა მას კვლავ აქვს საშიში საბრძოლო ძალები, რომლებსაც ომისგან თითქმის არ მიუღიათ ზიანი, – ამის შესახებ ევროპაში ნატო-ს მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების უმაღლესმა სარდალმა, კრისტოფერ კავოლიმ განაცხადა.
მისი თქმით, საუბარია შორეული ავიაციის, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალების, თავდაცვითი ქვედანაყოფების და წყალქვეშა საშუალებების შესახებ. კავოლიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ტაქტიკური ავიაციის დიდი ნაწილი ჯერ არ არის ჩართული ომში.
„სახმელეთო სფეროში რუსეთის მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, დანარჩენ სამხედრო სტრუქტურას კვლავ რჩება უზარმაზარი პოტენციალი – როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული, ამიტომ აუცილებელია ამის გათვალისწინება“, – განაცხადა კავოლიმ.
უმაღლესმა სარდალმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის სახმელეთო ძალებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს, თუმცა მოსკოვმა შესამჩნევი ნაბიჯები გადადგა მათი აღდგენისთვის. კავოლიმ აღნიშნა ისიც, რომ ზოგიერთი აღჭურვილობა, შეიძლება, არ იყოს უახლესი, თუმცა რუსეთს აქვს ამ სახმელეთო ძალების აღდგენისა და ნატო-ს საზღვრებზე მათი განლაგების გეგმა, ამას კი ალიანსი ძალიან სერიოზულად უნდა მოეკიდოს.