ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი - გუშინ ჩვენ დავაკვირდით კონკურენტულ არჩევნებს, რომელიც არ იყო უნაკლო, თუმცა დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის ოსმან ასკინ ბაკის განცხადებით, 31 ოქტომბერს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ათი წარმომადგენელი საარჩევნო პროცესს თბილისსა და მცხეთაში აკვირდებოდა.
მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო მნიშვნელოვანი, რადგან საქართველო მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე გადადის.
არჩევნებზე ზოგადად დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები და პროცედურების უმეტესობა გათვალისწინებული იყო, თუმცა არ იყო უნაკლო,- ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ოსმან ასკინ ბაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, 31 ოქტომბერს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ათი წარმომადგენელი საარჩევნო პროცესს თბილისსა და მცხეთაში აკვირდებოდა.
„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს ნატო-ს 30 წევრი ქვეყნის პარლამენტს, ნატო-სგან განცალკევებული ორგანოა. ჩემი კოლეგები და მეც, ძალიან მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიგვეღო ამ მისიაში. ჩვენმა ათმა წევრმა მონაწილეობა მიიღო სადამკვირვებლო მისიაში თბილისსა და მცხეთაში.ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა აკვირდებოდა ყველა საპარლამენტო არჩევნებს, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, პანდემიის მიუხედავად, დღეს აქ ვყოფილიყავით. დემოკრატია ჩვენი ალიანსის დამფუძნებელი პრინციპია და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და მისი წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიას.
საქართველომ ასევე ნათლად გამოხატა თავისი მისწრაფება ევროატლანტიკური მიმართულებით და უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების დაკმაყოფილება არის მოთხოვნა, რათა ამ მიზნის მიმართულებით პროგრესი განხორციელდეს. ეს მართლაც იყო მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოსთვის, რადგან საქართველო უკვე გადადის მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე.
გუშინ ჩვენ დავაკვირდით კონკურენტულ არჩევნებს, სადაც ფუნდამენტური თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო და პროცედურების უმეტესობა ნამდვილად გათვალისწინებული იყო, თუმცა ეს ნამდვილად არ იყო უნაკლო. ჩვენ განსაკუთრებით აღვნიშნავთ იმ დამაშინებელ ატმოსფეროს, რომელიც შექმნილი იყო ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ, აქტივისტების იქ ყოფნის გამო.
არჩევნები გაიმართა მოწესრიგებულ საარჩევნო ფარგლებში, რაც ბევრჯერ იყო განხილული ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის მეშვეობით, თუმცა ბევრი საკითხი მაინც განსახორციელებელია, ამაში შედის როგორც მედიის პოლარიზება, ასევე არასაკმარისი საკითხების გათვალისწინება კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით, ასევე, ამომრჩევლებზე ზეწოლა და გამმიჯნავი ხაზის არაარსებობა მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის. ეს საკითხები, რომლებიც ჩვენ აღმოვაჩინეთ, ქმნიდა არათანაბარ სამოქმედი გარემოს და ზეგავლენას ახდენდა საარჩევო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე“, – განაცხადა ოსმან ასკინ ბაკმა.