ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ახალი სისტემით ტარდება, ჩვენ აქ საქართველოს მხარდასაჭერად ვართ
ჩვენ, როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, 2016 წლიდან ვადევნებთ თვალს საქართველოში არჩევნებს, ვმუშაობთ ევროპის საბჭოსთან ერთად, ჩვენ აქ საქართველოს მხარდასაჭერად ვართ, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ოსმან ასკინ ბაკიმ განაცხადა, რომელიც საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა ჯგუფის წევრებთან ერთად იმყოფება.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით ტარდება.
„ჩვენ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ვართ. პარლამენტის ათი წევრი იმყოფება აქ სადამაკვირვებლო მისიაში. მე ვარ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე- პრეზიდენტი და თურქეთის პარლამენტის წევრი. საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-სთვის. ჩვენ გვაქვს ნატო-საქართველოს საპარლამენტო კომისია, რომელიც წელიწადში ორჯერ იკრიბება – ერთხელ თბილისში, ერთხელ ბრიუსელში. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ჩვენ, როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, 2016 წლიდან ვადევნებთ თვალს საქართველოში არჩევნებს. ჩვენ ვმუშაობთ ევროპის საბჭოსთან ერთად. ჩვენ აქ საქართველოს მხარდასაჭერად ვართ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები ახალი სისტემით ტარდება. როგორც ნატო-ს დამკვირვებლები, ჩვენ ვიქნებით თბილისში, რამდენიმე საარჩევნო უბანს მოვინახულებთ და შემდგომ ერთობლივ განცხადებას გავაკეთებთ. პირველი შეფასება კვირას, შუადღეს იქნება“, – განაცხადა ოსმან ასკინ ბაკიმ.