ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ქართველ დეპუტატებს უმასპინძლა
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ქართველ დეპუტატებს უმასპინძლა

ლონდონში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ქართველ დეპუტატებს უმასპინძლა.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავასთან და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა დიდი ბრიტანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი.

დეპუტატებმა მადლობა გადაუხადეს მედლინ მუნს მხარდამჭერი დოკუმენტებისთვის და საშემოდგომო სესიის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშებში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების ხაზგასმისთვის.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესია დღეს კომიტეტების ფორმატში გრძელდება და ორშაბათს სესიით დაიხურება, სადაც საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მედლენ მუნთან ერთად სიტყვით გამოვა ნატო-ს გენერალური მდივანი იანს სტოლტენბერგი. სესიაში მონაწილეობას მიიღებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანიც.

საშემოდგომო სესია ორშაბათს პლენარული სხდომით დაიხურება.