ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საჭიროდ მიიჩნევს უკრაინაში დამატებით მობილიზაციას
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე საჭიროდ მიიჩნევს უკრაინაში დამატებით მობილიზაციას. ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, რობ ბაუერმა კიევის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინას სჭირდება არა მხოლოდ იარაღი, არამედ ადამიანებიც.
„თქვენ გჭირდებათ არა მხოლოდ ხელყუმბარები, გჭირდებათ ადამიანები დაღუპულებისა და დაჭრილების ჩასანაცვლებლად. ეს კი მობილიზაციას ნიშნავს“, – განაცხადა ბაუერმა.
ფართომასშტაბური ომის დაწყებიდან ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი ვიზიტია უკრაინაში.