ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დასავლეთი 2023 წელს უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით ზედმეტად ოპტიმისტურად იყო განწყობილი
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერი აცხადებს, რომ დასავლეთი 2023 წელს უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით ზედმეტად ოპტიმისტურად იყო განწყობილი.
მისი თქმით, დასავლეთი ფიქრობდა, რომ თუ უკრაინას საჭირო საბრძოლო მასალას მიაწვდიდა, ის გაიმარჯვებდა.
„ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ზედმეტად პესიმისტურად არ განვეწყოთ 2024 წელს“, – დაამატა ბაუერმა.
ამასთან, ნატო-ს მაღალჩინოსანმა აღნიშნა: „თავად ის ფაქტი, რომ უკრაინა ჯერ კიდევ სუვერენული სახელმწიფოა და უკრაინელებმა დაიბრუნეს იმ ტერიტორიების 50 პროცენტი, რომლებიც მათ რუსეთმა 2022 წელს წაართვა, შესანიშნავია“.