ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ვაშინგტონში დაგეგმილია ენტონი ბლინკენის სამმხრივი მოლაპარაკებები სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან
ნატო-ს სამიტის ფარგლებში, დღეს ვაშინგტონში დაგეგმილია ენტონი ბლინკენის სამმხრივი მოლაპარაკებები სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
სომხური მედიის ცნობით, ვაშინგტონის ნატო-ს სამიტის ფარგლებში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს საშუალება ჰქონდათ, ერთმანეთს გასაუბრებოდნენ. მხარეებმა სომხეთისა და აშშ-ის ურთიერთობების დღის წესრიგი განიხილეს.
მედიის ინფორმაციით, არარატ მირზოიანი ესწრებოდა აშშ-ის პრეზიდენტის სახელით ნატო-ს დაფუძნების 75-ე წლის აღსანიშნად გამართულ მიღებას.