ნატო-ს სამიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ფინელ კოლეგას, ელინა ვალტონენს შეხვდა
ნატო-ს სამიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ფინელ კოლეგას, ელინა ვალტონენს შეხვდა

ვილნიუსში მიმდინარე ნატო-ს სამიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ფინელ კოლეგას, ელინა ვალტონენს შეხვდა.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის ძირითადი საკითხები და ისაუბრეს ურთიერთობის გაძლიერების პერსპექტივებზე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გაწეული სამუშაოების შესახებ, მათ შორის ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით.