ნატო-ს სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდება.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ბრიუსელიდან იუწყება, ტრამპისა და მერკელის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
ცნობილი არ არის, გაიმართება თუ არა ლიდერების პრესკონფერენციაზე. ერთი-ერთზე შეხვედრა ნატო-ს სამიტის ფარგლებში დაგეგმილი არ იყო. დღეს დილით, სამიტზე მოსვლისთანავე აშშ-ის პრეზიდენტმა გერმანია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ რუსეთი სრულად აკონტროლებს გერმანიას და გერმანია რუსეთის მძევალია.