ნატო-ს მასშტაბური წვრთნები „ევროპის დამცველი 2020“ საქართველოშიც ჩატარდება
ნატო-ს მასშტაბური წვრთნები „ევროპის დამცველი 2020“ საქართველოშიც ჩატარდება

ნატო-ს მასშტაბური სამხედრო წვრთნები „ევროპის დამცველი 2020“ საქართველოშიც ჩატარდება. „ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, სამხედრო სწავლებაში, რომელიც 2020 წლის აპრილ-მაისში 10 ქვეყანაში, მათ შორის: გერმანიაში, პოლონეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთსა და საქართველოში გაიმართება, სულ 18 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

აშშ-ის ევროპულ სარდლობაში აცხადებენ, რომ სამხედრო სწავლება დაეხმარება ნატო-ს მიზნებს, აამაღლოს მზადყოფნა ალიანსის შიგნით და შეაკავოს პოტენციური მოწინააღმდეგეები.

სამხედრო სწავლებაში 20 000 ამერიკელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას, რაც ბოლო 25 წელიწადში სამხედრო წვრთნებისთვის ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის განთავსების პირველი შემთხვევა იქნება. სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს 8 000 ევროპელი ჯარისკაცი.