ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე - ყველა დამოუკიდებელი ერის ადგილი არის ნატო-ში, საქართველოდან მოლდოვამდე, უკრაინიდან ბოსნიამდე, თუ აირჩევთ, იყოთ ალიანსის ოჯახის წევრი, ეს ოცნება ახდება
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე - ყველა დამოუკიდებელი ერის ადგილი არის ნატო-ში, საქართველოდან მოლდოვამდე, უკრაინიდან ბოსნიამდე, თუ აირჩევთ, იყოთ ალიანსის ოჯახის წევრი, ეს ოცნება ახდება

ყველა დამოუკიდებელი ერის ადგილი არის ნატო-ში, საქართველოდან მოლდოვამდე, უკრაინიდან ბოსნიამდე და ნებისმიერი სხვა დემოკრატიის ევროპაში, თუ აირჩევთ, იყოთ ევროატლანტიკური ალიანსის ოჯახის წევრი, ეს ოცნება ახდება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ჯოანა მირჩამ  ბუქარესტში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ჯოანა მირჩამ აღნიშნა, შავი ზღვის რეგიონი, თითქმის 10 წელია, რუსეთის აგრესიის სამიზნეა, რაც, მისი თქმით, ზეგავლენას ახდენს დასავლეთ ბალკანეთზე, საქართველოზე, მოლდოვაზე, ბოსნია-ჰერცეგოვინაზე და, საბოლოო ჯამში, მოქმედებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოებაზე.

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, სწორედ ამის გათვალისწინებით შარშან, მადრიდში ნატო-ს ლიდერებმა დაამტკიცეს „სტრატეგიული კონცეფცია“, სადაც შავი ზღვის მნიშვნელობაა ხაზგასმული.

„ჩვენ ასევე გავზარდეთ მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორებისადმი, რომლებსაც რუსეთის აგრესიის საფრთხე ემუქრებათ, მათ შორის, მოლდოვის მიმართ. ჩვენი მეგობრები საქართველოში არიან ნატო-ს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორები და ველოდებით ჩვენს პარტნიორობაში ინვესტიციების დაბანდების გაგრძელებას. წარმატებას გისურვებთ ევროკავშირის ფრონტზე, რადგანაც მნიშვნელოვანია, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად იაროთ ევროპისკენ“, – განაცხადა მირჩა ჯოანამ.