ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი პარლამენტში იმყოფება. ნატო-ს გენერალური მდივანი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ხვდება.
გაფართოებულ შეხვედრას ესწრებიან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, საგარეო და ევროინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები, ასევე „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი სალომე სამადაშვილი.
ამასთან, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ასევე, იენს სტოლტენბერგი „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში“ იმყოფებოდა, სადაც „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო.