ნატო-ს გენერალური მდივანი ერაყში ჩავიდა. ერაყის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობის მეთაურთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და სამხედრო სფეროში თანამშრომლობა იყო.
შეხვედრაზე იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე ერაყის გამარჯვება მთელი მსოფლიოს გამარჯვებაა.
თავის მხრივ, ჰაიდერ ალ-აბადიმ ნატო-ს გენერალურ მდივანს უთხრა, რომ საჭიროა შედეგების შენარჩუნება და ტერორისტებისთვის იდეოლოგიური საფუძვლის მოშლა.
იენს სტოლტენბერგი ერაყს სამხედრო სფეროში დახმარებას დაპირდა.
ნატო-ს გენერალური მდივანი ასევე იმყოფებოდა ბესმაიაში განთავსებულ საწვრთნელ ცენტრში, სადაც ესპანელ, კანადელ და სლოვაკ ინსტრუქტორებს შეხვდა.