ნატო-ს განმარტებით, გამოცემა „ბილდის“ მოსაზრება, რომ გერმანია თებერვალში რუსეთის მხრიდან ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ჰიბრიდული თავდასხმისთვის ემზადება, მხოლოდ სასწავლო სცენარია
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განმარტებით, გამოცემა „ბილდის“ სტატიაში მოცემული მოსაზრება, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალები 2024 წლის თებერვალში რუსეთის მხრიდან ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ჰიბრიდული თავდასხმისთვის ემზადება, მხოლოდ სასწავლო სცენარია.
ამის შესახებ ნატო-ს მოწინავე გამოცდილების სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორი იანის სარტსი სოციალურ ქსელში წერს.
„ბილდმა“ მოიპოვა საწვრთნელი სცენარი, რომელიც ყოველთვის წარმოსახვითი სიტუაციაა, რათა შევამოწმოთ სამხედრო შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში. ოდესღაც ასეთი სცენარები სრულად გამოგონილ არარსებულ ქვეყნებზე იქმნებოდა. ახლა კი რეალური ქვეყნები და გეოგრაფიული მდებარეობები უფრო ხშირად გამოყენებადია“, – წერს სარტსი.
გერმანულმა გამოცემამ „ბილდი“ დაწერა, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალები 2024 წლის თებერვალში რუსეთის მხრიდან ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ჰიბრიდული თავდასხმისთვის ემზადება.