ნატო-ს დღეების ფარგლებში, სემინარი „ნატო - არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ გაიმართა
ნატო-ს დღეების ფარგლებში, რიგით 21-ე საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი „ნატო – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ გაიმართა.
ორდღიან სემინარს შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლები დაესწრნენ.
სემინარის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა პედაგოგების წვლილზე რეგიონში, ნატო-სა და ასევე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ინფორმაციის გავრცელებაში.
ორი დღის განმავლობაში მასწავლებლები შეხვდებიან სამთავრობო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს.
„დღეს გვაქვს სემინარი მასწავლებლებისთვის, რომლებიც არიან შიდა ქართლის რეგიონიდან, გამყოფი ხაზის მდებარე სოფლებიდან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათთან შეხვედრა და ზოგადად ნატო-ს კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთანაც გვაქვს შეხვედრები ტუდენტებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მივაწოდოთ ინფორმაცია ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე“, – განაცხადა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლსმა.