ნატო-ს დღეების ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ნატო-ს დღეების ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ნატო-ს დღეების ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებას ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელი ტორსტენ დერიკი უძღვებოდა, რომელმაც ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.

შეხვედრის დიდი ნაწილი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ საუბარს დაეთმო.

ამასთან, შეხვედრას მხარის გუბერნატორი და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერები, ასევე მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ნატო-ს დღეები წელს მეთერთმეტედ აღინიშნება და მისი მიზანია ალიანსისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება.

უკვე ტრადიციად ქცეული ნატო-ს დღეები საქართველოში ოფიციალურად 16 აპრილს გაიხსნა და 1 მაისამდე გაგრძელდება.