ნატო-მ მოკავშირეები გააფრთხილა, რომ წევრი ქვეყნები რუსულ რაკეტებს თუ ჩამოაგდებენ, ეს მთელ ალიანსზე მოახდენს გავლენას
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადების საპასუხოდ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მოკავშირეები გააფრთხილეს, რომ წევრი ქვეყნები რუსულ რაკეტებს თუ ჩამოაგდებენ, ეს მთელ ალიანსზე მოახდენს გავლენას.
ნატო-ს სპიკერის თქმით, ალიანსს პასუხიმგებლობა აქვს, თავიდან აიცილოს რუსეთის ომის შემდგომი ესკალაცია და არ გახდეს კონფლიქტის მხარე.
მისივე განმარტებით, ალიანსის თითოეული წევრის უფლებაა, დაიცვას თავისი საჰაერო სივრცე.
„მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ მჭიდრო კონსულტაციები“, – დასძინა სპიკერმა.
შეგახსენებთ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი და უკრაინის მოსაზღვრე სხვა ქვეყნები „ვალდებული არიან“, ჩამოაგდონ რუსული რაკეტები მათ საჰაერო სივრცეში შესვლამდე.