ნატო-მ კიბერთავდასხმებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფები შექმნა. ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ისლანდიაში ვიზიტისას გააკეთა.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შეიქმნა ოპერატიული ჯგუფები, რომლებიც იმ მოკავშირე ქვეყნებში გაიგზავნება, სადაც კიბერსივრცის დაცვა დასჭირდებათ.
„ჩვენ უნდა მოვახდინოთ ადაპტაცია, რადგან ვხედავთ უფრო მეტ ჰიბრიდულ და კიბერსაფრთხეებს. ეს უნდა იყოს ნატო-ს დიდი ადაპტაციის შემადგენელი ნაწილი. ამ ადაპტაციის შესახებ კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ დეკემბერში, როდესაც ნატო-ს ლიდერები ლონდონში სამიტზე შეიკრიბებიან“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.