ნატო ჩხეიძე სალომე ზურაბიშვილს მიმართავს - თქვენ თუ დაიღალეთ, მაშინ განზე გადექით და ტყვია დაიხალეთ
„ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ წევრი ნატო ჩხეიძე საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ნატო ჩხეიძე წერს, პრეზიდენტმა თავისი გამოსვლა სიტყვაზე „დავიღალეზე“ ააგო.
„დავიღალეთო, ამ სიტყვაზე ააგო დღეს თავისი მოხსენება საქართველოს პრეზიდენტმა. დავიღალეთო… სიტყვა არ გაბედო, რომ შენ დაიღალე, განზე გადექი და ტყვია დაიხალე – ეს გალაკტიონია. ჩვენ, საქართველოს თავისუფლების და სიმართლის მუდამ მძებნელი საზოგადოება და ამ ხალხთან ერთად მყოფი ოპოზიცია არ დავიღალეთ!.. არც დავიღლებით!.. ჩვენ გალაკტიონის მოწოდებით ვმოქმედებთ!.. ჩვენ ცისკრის ვარსკვლავი გვეძახის!.. ჩვენ მიზანი გვაქვს და გავიმარჯვებთ!., არა, ქალბატონო პრეზიდენტო და ბატონი ივანიშვილის ავან- ჩავანნო, ჩვენ არ დავიღალეთ!.. და თქვენ თუ დაიღალეთ, მაშინ განზე გადექით და ტყვია დაიხალეთ. პ.ს. განზე გადგომა- რეალურად, ტყვიის დახლა- სიმბოლურად“, – წერს ნატო ჩხეიძე.