„ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები აქციას მართავენ, რომელშიც ოპოზიციის ლიდერებიც მონაწილეობენ
ფინანსთა სამინისტროსთან „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებთან, გრიგოლ ვაშაძესთან, ზაალ უდუმაშვილთან და ნიკა მაჭუტაძესთან ერთად საპროტესტო აქციას მართავენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „ომეგა ჯგუფს“ მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს.
ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებლისა და „ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთი მფლობელის, ნატო ჩხეიძის განცხადებით, კომპანიის მოთხოვნა არ არის ვალის ჩამოწერა, მათი მოთხოვნაა, რესტრუქტურიზაციის გეგმის მიღება და ვალის შესაბამისად გადახდა.
„დღევანდელი აქცია ორგანიზებულია „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ. მათ სურთ, ამუშავდეს ფაბრიკა. ამისთვის საჭიროა ერთადერთი რამ, რომ ფინანსთა სამინისტრომ გასცეს აქციზური მარკები. დასაქმებულ ადამიანებს სურთ, რომ იმუშაონ და მიიღონ ანაზღაურება ისე, როგორც ეს ხდებოდა სამი თვის წინ“,- განაცხადა ნატო ჩხეიძემ.