ნატო ჩხეიძე - ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქალისთვის მეტისმეტად მძიმე ტვირთია
ნატო ჩხეიძე - ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქალისთვის მეტისმეტად მძიმე ტვირთია

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქალისთვის მეტისმეტად მძიმე ტვირთია, – ამის შესახებ დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს „მინისტრის საათის“ ფარგლებში მოუსმინეს.

„მივესალმები მნიშვნელოვან პოსტებზე ქალების დანიშვნას, მაგრამ მაინც მგონია, რომ ამხელა მთავრობაში ისეთი რთული სამინისტროს განპირობება ქალზე, როგორიც ინფრასტრუქტურის სამინისტროა, მეტისმეტად მძიმე ტვირთია ქალისთვის. გგულშემატკივრობთ კიდეც როგორც ქალს ამ მძიმე ტვირთის ზიდვაში“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.