ნატო ბალტიისპირეთის ქვეყნებში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას გეგმავს
ნატო ბალტიისპირეთის ქვეყნებში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას გეგმავს. ვილნიუსი მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ლიეტუვის ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვის ძალები განათავსოს.
გერმანია არ გამორიცხავს, რომ ბალტიის სახელმწიფოებში ნატო-ს სამხედრო მისია გაფართოვდება. როგორც ბერლინში განაცხადებს, ეს ნაბიჯი, შესაძლოა, „საშუალო და მცირე მანძილზე მფრენი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების“ დარღვევის გამო მიიღონ. განცხადება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა გააკეთა.
კერძოდ, ალიანსი ბალტიის რეგიონში საჰაერო თავდაცვითი ძალების დისლოცირებას აპირებს. ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა ამ გეგმას მხარი დაუჭირა. მისივე თქმით, ეს აუცილებელია, რომ ბალტიისპირეთში დისლოცირებული ნატო-ს სამხედროები დაცულები იყვნენ.