მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარა. ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდა.
ილია მეორემ მრევლს მოუწოდა, წაიღონ ნაკურთხი წყალი და ასხურონ კარმიდამოს, შვილებსა და ოჯახს.