ნათია ზედგენიძე - მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესში ენერგოეფექტურობა იქნება სავალდებულო კომპონენტი ყველა სკოლასთან მიმართებაში
ნათია ზედგენიძე - მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესში ენერგოეფექტურობა იქნება სავალდებულო კომპონენტი ყველა სკოლასთან მიმართებაში

მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესში ენერგოეფექტურობა იქნება სავალდებულო კომპონენტი ყველა სკოლასთან მიმართებაში,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგენიძემ განაცხადა.

როგორც ნათია ზედგენიძემ აღნიშნა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები არაერთ დონორთან, რათა სკოლების რეაბილიტაცია მოხდეს სწორედ ენერგოეფექტურობის კომპონენტის გათვალისწინებით.

„დარწმუნებული ვართ, რომ მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესში ენერგოეფექტურობა იქნება სავალდებულო კომპონენტი ყველა სკოლასთან მიმართებაში. დღევანდელი სამშენებლო საქმიანობას არ ვუყურებთ მხოლოდ იმ სტანდარტებით მშენებლობას, როგორიც არსებობდა, არამედ გვინდა, უფრო მეტი. ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულებები, გვაქვს ვალდებულებები გარემოს დაცვა, ეკოლოგია და უამრავი კომპონენტი არსებობს და აქ არ შეიძლება გამოვყოთ ინფრასტრუქტურული კუთხით ენერგოეფექურობის საკითხი. დაწყებულია ნაბიჯების გადადგმა, თუმცა დიდი კოლოსალური შედეგები ჯერ არ გვაქვს. შეგვიძლია ვთქვათ, მხოლოდ სამ სკოლაზე ეს გახლავთ 61-ე საჯარო სკოლა, სადაც მზის ფოტო-ელექტრო სისტემა დამონტაჟდა და მისი გახსნაც მოხდება. ეს გახლავთ ქუთაისი მე-15 საჯარო სკოლა და ეს არის მე-100 საჯარო სკოლა, სადაც უსაფრთხოების სისტემები დამონტაჟდა. ეს პროცესი უნდა გავაგრძელოთ”, – განაცხადა ნათია ზედგენიძემ.