ნათია თურნავამ თბილავიამშენის, „თამ მენეჯმენტისა“ და „დელტას“ საწარმოები დაათვალიერა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, თბილავიამშენის, „თამ მენეჯმენტისა“ და „დელტას“ საწარმოებს ეწვია.
მინისტრები ადგილზე გაეცნენ აღნიშნული საწარმოების წარმოებულ პროდუქციას, რომელთა ნაწილი, მათ შორის „დელტას“ მიერ წარმოებული სამხედრო ტექნიკა ექსპორტზე გადის.
„დელტას“ შემდეგ, ნათია თურნავამ “თამ მენეჯმენტის“ საწარმო დაათვალიერა. „თამ მენჯემენტის“ სამიანობისა და მომავალი გეგმების შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა და თავდაცვის მინისტრებს თავად საწარმოს ხელმძღვანელმა პანტიკო თორდიამ გააცნო.
ნათია თურნავას თქმის, საავიაციო ტექნიკის წარმოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია და აქვს პოტენციალი, რომ უფრო მეტად განვითარდეს, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, დანერგოს მაღალი ტექნოლოგიები და ხარისხიანი წარმოება.