ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დღეს ენგურჰესი დაათვალიერა.
მინისტრის ენგურჰესის ხელმძღვანელობას შეხვდა და ჰესის საერთო მდგომარეობის, ასევე წყლის დონის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
მისი თქმით, უნდა გაგრძელდეს ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის რეაბილიტაცია
„ჩამოვედი, რათა გავაგრძელოთ ენგურ-ვარდნილის კასკადის რეაბილიტაცია. პირველი ეტაპი 2016 წელს დასრულდა. ახლა დაგეგმილი გვაქვს და ვიწყებთ კვლევას, რომ ენგურ-ვარდნილი გავიყვანოთ მთლიანად თავის დადგმულ საპროექტო სიმძლავრეზე, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული ჯერ კიდევ 70-იან წლებში – 1640 მეგავატი. ასევე, პირვანდელი სახით უნდა აღდგეს მთლიანად ენგურ-ვარდნილის კასკადი. ამისთვის ვიწყებთ კონკრეტულ სამუშაოებს. ეს არის მართლაც ისტორიული მომენტი, ენერგეტიკოსების ბევრი თაობის ნატვრა – ენგურჰესი, ენგურ-ვარდნილის კასკადი აღდგეს თავისი პირვანდელი ფორმით და მოემსახუროს სრულიად საქართველოს“, – განაცხადა მინისტრმა.
ენგურჰესზე ნათია თურნავა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად იმყოფებოდა.