სოფო კილაძე - ახალგორის შემთხვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კატასტროფის დადასტურებაა
სოფო კილაძე - ახალგორის შემთხვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კატასტროფის დადასტურებაა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ახალგორის შემთხვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კატასტროფის კიდევ ერთი დადასტურებაა.

როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანის სიცოცხლე არაფრად ფასობს და განსაკუთრებით, ეთნიკური ქართველები არიან დევნისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი.

„საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა უნდა გამოვიყენოთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ადამიანები ბუზებივით არ იხოცებოდნენ. საოკუპაციო რეჟიმი იმდენად მძლავრია, რომ ამ შემთხვევაში, არ გვაქვს ისეთი ბერკეტები, რომ ეს ადამიანები ფიზიკურად დავიცვათ“, – განაცხადა სოფო კილაძემ.